კეინმა არ გამორიცხა „ტოტენჰემიდან“ წასვლის შესაძლებლობა
09:52, 30 Mar, 2020
„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ლონდონური კლუბიდან წასვლას. 26 წლის ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ რიგებში 278 მატჩი ჩაატარა და 181 გოლი გაიტანა.

„ეს არის ერთ-ერთი ის სიტუაცია, როცა არ შემიძლია არც „კის“ და არც „არას“ თქმა. მიყვარს „ტოტენჰემი“ და ის ყოველთვის იქნება ჩემს გულში. მაგრამ უკვე ვთქვი, რომ თუ ვეღარ დავინახავ გუნდის პროგრესს ან მოძრაობას სწორი მიმართულებით, მაშინ არ დავრჩები იქ მხოლოდ მისი სახელის გამო. მე ამბიციური მოთამაშე ვარ და მინდა უკეთესი გავხდე. სურვილი მაქვს ერთ-ერთი ტოპ-ფეხბურთელი ვიყო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება ჩემს გუნდში და როგორ წავა მისი პროგრესი. ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, ვითამაშებ თუ რა აქ სამუდამოდ, მაგრამ ვერც საპირისპიროს მტკიცებას მოვყვები“, - მოჰყავს კეინის სიტყვები „სქაი სპორტს“.