საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 98-მდე გაიზარდა, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია
11:27, 30 Mar, 2020
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.