მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მქონე ექვსი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია
10:38, 30 Mar, 2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრშია დაფიქსირებული.

ამ დროისთვის კი კლინიკაში კორონავირუსის მქონე 29 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 -ია ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირების 97 შემთხვევიდან 18 გამოჯანმრთელებულია.