საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ათი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
11:03, 30 Mar, 2020
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ათი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა. ხელაძის ინფორმაციით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს.

ჰოსპიტალში კვლავ რჩება კორონავირუსის დიაგნოზის მქონე სამი პაციენტი. ხელაძის ინფორმაციით, ორი მათგანი თავს კარგად გრძნობს, მესამე შედარებით მძიმე პაციენტთან კი, დადებითი დინამიკა შეინიშნება.