ოფიციალურად - სერია A 13 ივნისს განახლდება
13:21, 27 May, 2020
იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა 2019-20 წლების სეზონის განახლების თარიღი.

ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც წერია, რომ დირექტორთა საბჭომ მოიწონა გადაწყვეტილება, რომელიც 13 მაისს აქციონერთა კრებაზე მიიღეს. შესაბამისად, სერია A 13 ივნისს დაბრუნდება, როგორც ადრე იყო დაანონსებული. ის, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 14 ივნისამდე აკრძალა სპორტული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ჩანს, სერია A-ს დაბრუნებას ხელს არ შეუშლის.

გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დადასტურდეს 28 მაისს, როცა გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრა სპორტის მინისტრთან.

სერია A-ში ჩასატარებელი რჩება 12 ტური. ლიდერობს „იუვენტუსი", რომელიც ერთი ქულით უსწრებს „ლაციოს“.