შეადგინეს კლუბების რეიტინგი, რომლებსაც ყველაზე ერთგული ფანები ჰყავთ
13:46, 27 May, 2020
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ხმის მიცემის მეშვეობით შეადგინა მსოფლიოს TOP40 კლუბი, რომლებსაც ყველაზე ერთგული გულშემატკივრები ჰყავთ.

სიას სათავეში ჩაუდგა მაროკოული „რაჯა“, რომელსაც მილიონზე მეტმა რესპოდენტმა მისცა ხმა. მომდევნო ორ პოზიციაზეც აფრიკული კლუბები არიან - „ალ აჰლი“ (ეგვიპტე) და „ზამალეკი“ (ეგვიპტე).

აღვნიშნავთ, რომ ათეულის მიღმა აღმოჩნდა „ბარსელონა“, რომელიც მე-11 ადგილზე გავიდა.

1. რაჯა (მაროკო)

2. ალ აჰლი (ეგვიპტე)

3. ზამალეკი (ეგვიპტე)

4. ფლამენგო (ბრაზილია)

5. ბეტისი (ესპანეთი)

6. ლივერპული (ინგლისი)

7. ესპერანსი (ტუნისი)

8. რეალი (ესპანეთი)

9. დორტმუნდი (გერმანია)

10. ატლეტიკო (ესპანეთი)