ლიბანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა
19:51, 05 Aug, 2020
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად სულ მცირე, 4 000 ადამიანია დაშავებული.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა