"რეალმა" გაყიდვიდან ამოიღო გარეტ ბეილის მაისურები
08:05, 16 Sep, 2020
მადრიდის "რეალის" გარემარბს გარეტ ბეილს ესპანური კლუბის დატოვება და "ტოტენჰემში" დაბრუნება სურს. ამის შესახებ განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა. კლუბების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება.

"გარეტს ძველებურად უყვარს "ტოტენჰემი". "რეალი", "ტოტენჰემი" და გარეტის გარემოცვა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. "ტოტენჰემი" ის ადგილია, სადაც მას გადასვლა უნდა", - თქვა აგენტმა.

გაზეთ "ტელეგრაფმა" გაარკვია სავარაუდო სქემა, რომლის მიხედვითაც ბეილი შეიძლება ლონდონურ კლუბში გადავიდეს. კლუბები ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ - უელსელი "ტოტენჰემში" წავა, საპირისპირო მიმართულებით კი დელე ალი გაემგზავრება. ამასთან, მადრიდელები გადაიხდიან ბეილის ხელფასის 50 პროცენტს.

ბეილის "რეალიდან" წასვლის ჭორებს აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდული კლუბის მაღაზიებში აღარ იყიდება 11-ნომრიანი მაისური, რომელიც გარეტს ეკუთვნის. სხვათა შორის, ბეილი დამოუკიდებლად ვარჯიშობს სატრენაჟორო დარბაზში - ძირითადი გუნდისგან მოშორებით.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "რეალი" მზად არის 20 მილიონ ევროდ გაუშვას უელსელი.

გარეტ ბეილის მიმართ ინტერესს ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამს. შეგასენებთ, რომ უელსელი "ტოტენჰემში" 2007-13 წლებში თამაშობდა.