ვავრინკამ მსოფლიოს 249-ე ჩოგანთან წააგო
08:17, 16 Sep, 2020
რომის „მასტერსზე“ დასრულდა მეორე წრე. მესამე რაუნდს ერთი სენსაციური მონაწილე ეყოლება - 18 წლის იტალიელი ლორენცო მუსეტი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 249-ე ადგილს იკავებს.

მასპინძელი „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონს, შვეიცარიელ სტენ ვავრინკას ეთამაშებოდა. მუსეტიმ ზედიზედ რვა გეიმი მოგებით დაიწყო მატჩი და 6:0, 2:0 დაწინაურდა. შვეიცარიელმა გაიბრძოლა და შეძლო სეტის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა, მაგრამ იქაც იტალიელი ძალიან დამაჯერებელი იყო და მე-13 გეიმში მხოლოდ ორი ქულა დათმო - 6:0, 7:6(2).

მუსეტის შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ოთხი გამოიყენა, პირველი მოწოდებით ქულების 69 პროცენტი აიღო, მეორეთი - 67. ვავრინკამ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ის გამოიყენა.

მუსეტი მეორე წრეში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.