გერმანულ კლუბებს ტრიბუნებზე მაყურებლების დაშვების უფლება მისცეს
08:41, 16 Sep, 2020
ავტორიტეტული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ ნება დართო ყველა დივიზიონის კლუბს - დაუშვან საფეხბურთო მატჩებზე მაყურებელი. ფანების რაოდენობა სტადიონის ტევადობის 20 პროცენტი იქნება.

ამასთან, შემუშავდა მატჩებზე დასწრების ერთიანი წესები. კერძოდ, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს არ შეეძლებათ მატჩებზე დასწრება. კორონავირუსის ახალი აფეთქების შემთხვევაში, ტრიბუნები ისევ დაიკეტება.

ნოემბერში სიტუაციას შეაფასებენ და შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება მაყურებლების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით.

ბუნდესლიგის ახალი სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება.