სოფელ გომბორისა და კოჭბაანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
08:45, 16 Sep, 2020
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორისა და კოჭბაანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

სოფლების - გომბორის, ვერონას, ასკილაურის, სასადილოს, ოთარაანისა და პალდოს ათასამდე ოჯახი პირველად მიიღებს ბუნებრივ აირს. სამუშაოები სოფელ ვერონადან დაიწყო, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის დაქსელვითი სამუშაოები. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეჯოს მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა განუცხადა, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გომბორის თემის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამ თვეში სოფლებში საკომუნიაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება, მეორე ეტაპს კომპანია „სოკარ ჯორჯია“ განახორციელებს. ეს იქნება ცენტრალური მაგისტრალის შემოყვანა და გამრიცხველიანება“, - განაცხადა საგარეჯოს მერმა.