ბრაზილიაში კორონავირუსის შედეგად კიდევ 1 113 ადამიანი გარდაიცვალა
08:58, 16 Sep, 2020
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 1 113 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსხვერპლის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2 სექტემბრის შემდეგ პირველად დადასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით 133 119 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსის 36 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების საერთო შემთხვევების რაოდენობა ბრაზილიაში 4 382 263-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევებით ბრაზილია აშშ-ის და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.