ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მოთავსებული 30-ზე მეტი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
09:37, 16 Sep, 2020
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მოთავსებული 30-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტებს შორის 12 ბავშვი, ორი ორსული და აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ექვსი ხანდაზმულია.

კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, საყურადღებოა ერთ-ერთ ხანდაზმული, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს.