ზუგდიდში გამოკვლეული 129 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
10:34, 16 Sep, 2020
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის ინფორმაციით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში, ზუგდიდის რაიონში აღებულ იქნა 417 საკვლევი ნიმუში, აქედან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა 129 ნიმუშის კვლევა. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 13 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 31 წარმომადგენელი, კარანტინში მოთავსებული 79 პირი და თვითიზოლაციაში მყოფი ხუთი მოქალაქე.