საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი
10:30, 16 Sep, 2020
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 31-ით გაიზარდა და 1 412-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.