ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:59, 24 Sep, 2020
„მილანის“ ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა კორონავირუსზე მეორე ტესტრირება გაიარეს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, დადებითი ტესტი ჩააბარა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. შვედი ფეხბურთელი უკვე მოთავსებულია კარანტინში.

აღნიშნავენ, რომ კლუბის დანარჩენი წევრების ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა „მილანის“ ბრაზილიელ მცველს ლეო დუარტეს, რომელიც ასევე კარანტინშია მოთავსებული.

ორშაბათს, სერია A-ს პირველ ტურში იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა.

ხუთშაბათს, „მილანს“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ უწევს შეხვედრა.