დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 16 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 150 პაციენტი
20:04, 17 Oct, 2020
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 16 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 150 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილია ინფიცირების 705 428 შემთხვევა, მათ შორის 58 500 ლეტალურად დასრულდა.