ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
21:40, 17 Oct, 2020
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 124-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 156 ადამიანი, მათგან 125 კოვიდინფიცირებულია. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 187 გამოჯანმრთელდა, 27 გარდაიცვალა.