ბუნდესლიგა უმაყურებლოდ გაგრძელდება
22:25, 28 Oct, 2020
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების პრემიერმინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება - გაამკაცროს ქვეყანაში კარანტინის ზომები. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო.

როგორც გამოცემა „კიკერი“ წერს, გამკაცრება შეეხება სპორტულ ღონისძიებებსაც. შესაბამისად, ნოემბრიდან მოყოლებული, ყველა პროფესიული ტურნირი, მათ შორის ბუნდესლიგა, მაყურებლების გარეშე გაიმართება. აღნიშნული ზომა გამოყენებული იქნება იქამდე, სანამ მთავრობა ახალ რეგულაციებს არ გამოაქვეყნებს.

ასე რომ, გერმანიის ჩემპიონატის მეექვსე ტურის სამი მატჩი, რომელიც 1 და 2 ნოემბერს უნდა გაიმართოს, მაყურებლების გარეშე ჩაივლის, ხოლო 30 და 31 ოქტომბრის მატჩებზე გულშემატკივრების დასწრება შესაძლებელი იქნება.