„დორტმუნდი“ სანჩოთი უკმაყოფილოა
22:39, 28 Oct, 2020
„დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის წამყვან ნახევარმცველთან ჯეიდონ სანჩოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, დისციპლინის დეფიციტი, რომელიც დღეს ინგლისელს აქვს, მთავარ პრობლემას წარმოადგენს კლუბისთვის. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი შორს არის იმ ფორმისგან, რომელსაც გასულ სეზონში აჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 32 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, 17 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ადრე დორტმუნდულმა კლუბმა უარი თქვა სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მიყიდვაზე. ინგლისური კლუბი მზად იყო 100 მილიონი ევრო გადაეხადა ახალგაზრდა შემტევისთვის.