მაიკ ტაისონი - ისევ ვუკბენდი ჰილიფილდს
21:47, 21 Nov, 2020
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ შეიძლება ისევ ეკბინა რინგზე ევანდერ ჰოლიფიდისთვის. 1997 წელს, ამ მოკრივეთა ორთაბრძოლისას, ტაისონმა ყურზე უკბინა ჰოლიფილდს და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

„მე ვამბობ: „არა, მეტი არასდროს“, მაგრამ ევანდერთან, შესაძლოა, იგივე გამემეორებინა. მან იგივე რომ გააკეთოს, რასაც მაშინ აკეთებდა, ისევ ვუკბენდი მას.

მისი მოკვლა მინდოდა, გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ თავში მირტყამდა. გარკვეულ წილად, გონება დავკარგე იმისგან, რაც ამ ბრძოლაში ხდებოდა. და ამან გამიყვანა ბრძოლის გეგმიდან.

ცუდია ეს თუ კარგი, არავის მივცემ უფლებას, წაიღოს ჩემი ტრიუმფი. დიახ, მე ეს გავაკეთე და უნდა ავიღო ამაზე პასუხისმგებლობა. ამაში იყო ჩემი ტრიუმფი და მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე“, - განაცხადა ტაისონმა.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონი ბრუნდება რინგზე და ბრძოლას ჩაატარებს როი ჯონსის წინააღმდეგ. შეხვედრა 29 ნოემბერს გაიმართება.