სანაპიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
22:08, 21 Nov, 2020
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.