საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება
17:16, 26 Nov, 2020
საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. აღნიშნულის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.

ინფორმაციას „სააგენტო“ როიტერი საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყნის მთავრობამ საყოველთაო კარანტინი ოქტომბერში ხელმეორედ გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება, საბერძნეთი ცხოვრების ჩვეულ პირობებში დაბრუნებას მხოლოდ იმ დროისთვის გეგმავს, როდესაც ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 97 288 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 902 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები სრული დატვირთვით მუშაობენ.