ოპოზიციონერი ლიდერები „შეურიგებლობის მანიფესტის“ ხელმომწერ მოქალაქეებს შეხვდნენ
19:26, 26 Nov, 2020
ოპოზიციონერი ლიდერები „შეურიგებლობის მანიფესტის“ ხელმომწერ მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეხვედრა „ლელოს“ ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეების მოსაზრებები მოისმინეს.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს, ოპოზიციური პარტიები ვაცნობთ ჩვენ შეხედულებებს საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აწუხებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მანიფესტით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება  არჩევნების მიმართ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ოპოზიციის გეგმა, როგორ ფიქრობს დიალოგის წარმართვას, რომელიც ჩვენი მეგობრების მეშვეობით მიმდინარეობს. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მიზანი და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. ანალოგიური შეხვედრები გაგრძელდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან , მედიკოსებთან და ყველა მნიშვნელოვანი სფეროს ს მოღვაწეებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოპოზიცია ხვდება ამომრჩევლებს და აცნობს გეგმებს, ხედვებს, იღებს მათგან შენიშვნებს. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ ერთად გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, სადაც ახლა ვართ. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ - ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესები. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მოქალაქეების ნაწილმა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით „შეურიგებლობის მანიფესტს“ მოაწერა ხელი.