იან რაიტს „ოქროს ბუცი“ დაუბრუნეს
20:49, 13 Jan, 2021
ლონდონის „არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა იან რაიტმა „ოქროს ბუცი“ დაიბრუნა. ამ ფეხბურთელის ეს პრიზი და კიდევ რამდენიმე სამახსოვრო ნივთი 2018 წელს უცნობმა ამერიკელმა შვიდ მილიონ ფუნტად შეიძინა.

ახლა კი ბრიტანულმა კომპანია Classic Football Shirts-მა შეძლო კოლექციის ამ ნაწილის გამოსყიდვა და ის 57 წლის რაიტს დაუბრუნა.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ისევ ვიხილავდი ამ ყველაფერს. ეს შესანიშნავია. აღარაფერი მქონდა დარჩენილი, ყველაფერი გაქრა. როცა ჩემს „ოქროს ბუცს“ ჩემს ქალიშვილებს ვაჩვენებ, ისინი იკითხავენ: „ეს ნამდვილი ოქროა?“ - აღნიშნა რაიტმა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის პრიზი „ოქროს ბუცი“ 1992 წელს მოიგო.