„
ასოშიეითიდ პრესის“
ცნობით, სენატის უმრავლესობის ლიდერი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საგანგებო სხდომის დანიშვნას არ აპირებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელი
მიტჩ მაკკონელის თანაშემწემ დემოკრატების ლიდერ ჩაკ
შუმერს მიაწოდა.
„
ასოშეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ სენატი 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება. შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტისთვის დრო აღარ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.
დღეს წარმომადგენელთა პალატაში კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომლითაც დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მეორედ ითხოვენ.