ხატია დეკანოიძე - არ მესმის ჰაერში ჩამოკიდებული, დაბრეხვებული განცხადება და შემდეგ ხუმრობაში გადატანა, თუ კონკრეტული ფაქტი არსებობს შანტაჟთან დაკავშირებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული
23:46, 18 Jan, 2021
არ მესმის ჰაერში ჩამოკიდებული, დაბრეხვებული განცხადება და შემდეგ ხუმრობაში გადატანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შანტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მართლა მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. რითი ვაშანტაჟებთ, ახლა, სხვათა შორის, ხუმრობა იქით გადავდოთ და ეს არის დანაშაული ზოგადად. ახლა თუ ამას ვინმე ჩადის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ მეტი კონკრეტიკა ექნებოდა ბატონ იაგოს, იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან მე არ მესმის ახლა რაღაც ჰაერში ჩამოკიდებული, დაბრეხვებული განცხადება და შემდეგ რაღაც ხუმრობაში გადატანა, ამიტომ თუ ასეთი რამე კონკრეტული ფაქტი არსებობს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ძალიან ცუდი, თუ კონკრეტიკა არ არსებობს და ზოგადად აკეთებს პოლიტიკური კონიუნქტურის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ვინ აშანტაჟებს, ანუ ვერ ვხვდები უბრალოდ, რას გულისხმობს. რა ვიცი, ალბათ გიორგი ვაშაძე გასცემს ამას პასუხს. ყველამ უნდა ვისწავლოთ ცივილური საუბარი ერთმანეთთან. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ახლა ჩვენთვის არავის მოუმართავს ​მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს არავისთან შეხვედრის და ჩემი აზრის გამოთქმის პრობლემა. ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვაქვს ეს პოზიცია განხილული და დამტკიცებული. თუ დავუშვათ, ვინმეს სურს ჩვენთან შეხვედრა, მე დიდი სიამოვნებით შემიძლია, დაველაპარაკო. მე უფრო დრამატულობას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ დაზიანდეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.