ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
00:06, 19 Jan, 2021
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღეღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 498 ადამიანს. მათგან „კოვიდ-19“ 122 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯამში, ექვს კოვიდცენტრში 262 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 608 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 324 პაციენტი. გარდაიცვალა 152 კოვიდინფიცირებული.