ესპანეთში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
00:13, 19 Jan, 2021
ესპანეთში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 84 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ პერიოდში ქვეყანაში პანდემიამ 455 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ჯამში „კოვიდ-19“-ის 2 336 451 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში ვირუსით 53 769 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.