კახა კალაძე - ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია
12:27, 23 Feb, 2021
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ერთადერთი სწორი გზაა, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს ამ გზას.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა და რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია, აუცილებლად განხორციელდება და ყველაფერი გაკეთდება ამისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.