გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია
12:06, 23 Feb, 2021
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ განცხადება ჰოჯესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, მხოლოდ კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, - წერს ჰოჯესი.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.



A huge step backwards for Georgia. The only people benefitting from this are in the Kremlin and Mr Bidzina and his closest circle of enablers. Nothing good in this for Georgians, especially young people. I hope President Biden will come out strong on this. Kremlin is watching. https://t.co/3wm6wCCOUQ


— Ben Hodges (@general_ben) February 23, 2021