ლოდონის „არსენალის“ მარჯვენა მცველი, ჰექტორ
ბელერინი ახლოს არის „პარი
სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან და ეს ტრანსფერი, შესაძლოა, შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს
დადასტურდეს, - იუწყება CBS.
პარიზულ კლუბს უკვე დიდი ხანია სურს
ბელერინის გადაბირება. 2020 წელს „
მეთოფეებმა“, მას შემდეგ რაც
არტეტა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მოახერხეს მისი გადარწმუნება და გუნდში დატოვება.
ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, პსჟ-ს გარდა, „ბარსელონა“ და სერია
A-ს სხვადასხვა
ტოპ-კლუბი გამოხატავს. ცნობილია ისიც, რომ „არსენალს“
ბელერინის ტრანსფერში 6 თვის წინ 35 მილიონი დოლარი შესთავაზეს.