მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის სურვილი იყო, რომ ესკალაციისა და პოლარიზაციის ხარისხი გაცილებით დიდი ყოფილიყო, ამაში ხედავენ საკუთარ პერსპექტივას
12:33, 23 Feb, 2021
მათი სურვილი იყო რეალურად არა ის, რომ ეს შედეგი არ მიგვეღო, არამედ ის, რომ ესკალაციისა და პოლარიზაციის ხარისხი გაცილებით დიდი ყოფილიყო. იმაში ხედავენ საკუთარ პერსპექტივას, რომ უწესრიგობით მოიპოვონ წესრიგზე ბატონობა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერი თვლის, რომ ხელისუფლების ნაბიჯი იყო ხიდების დაწვა, „ძალიან სამწუხაროა, რომ ასე განიხილავენ“.

„იმავე ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე აქამდე მოსულიყო. მაგალითად, იმით, როდესაც დემონსტრაციულად უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოს, მისი დაკნინების სურვილი ჰქონდა და მხოლოდ ამ მოტივით არ გადაიხადა ნიკა მელიამ გირაოს თანხა, რომელიც აგვარიდებდა თუნდაც იმ ღონისძიებას, რომელიც დღეს ვიხილეთ. მათი სურვილი იყო რეალურად არა ის, რომ ეს შედეგი არ მიგვეღო, არამედ ის, რომ ესკალაციისა და პოლარიზაციის ხარისხი გაცილებით დიდი ყოფილიყო. იმაში ხედავენ საკუთარ პერსპექტივას, რომ უწესრიგობით მოიპოვონ წესრიგზე ბატონობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.