გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი მეგობრები კიდევ უფრო ღრმა კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ
12:43, 23 Feb, 2021
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ნიკა მელიას დაკავებას „ტვიტერში“ ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი მეგობრები კიდევ უფრო ღრმა კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ.

„შეშფოთებული ვარ იმის ნახვით, რაც დღეს დილით თბილისში ხდება. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების დაძლევის საშუალება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები კიდევ უფრო ღრმა კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ. თავშეკავებულობა და დემოკრატიისადმი ერთგულება უპირატესი უნდა იყოს“, - განაცხადა ლანდსბერსიმა.

Worried to see what’s happening in Tbilisi this morning. Violence is not the way to resolve political disagreements. I hope our Georgian friends can avoid plunging into a deeper crisis. Restraint and commitment to democracy must prevail.


— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) February 23, 2021