პარაგვაიში ანტისამთავრობო აქციაზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
14:01, 06 Mar, 2021
პარაგვაიში ანტისამთავრობო აქციაზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დედაქალაქის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები ხელისუფლებას კორუფციასა და პანდემიასთან არეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებდნენ.

მშვიდობიანი მსვლელობა პარლამენტის შენობასთან პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა, მათ შორის რეზინის ტყვიები.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ერთ-ერთი მოქალაქე არეულობის დროს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ხელისუფლების ცნობით, შეტაკებისას დაშავდა 12 სამართალდამცველი.

ანტისამთავრობო აქციის ფონზე თანამდებობა დატოვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მის გადადგომას პარაგვაის პარლამენტის წევრები ითხოვდნენ.

პარაგვაიში ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გართულდა. ბოლო შვიდ დღეში ყოველ 100 000 მოსახლეზე 115 ინფიცირებული აღრიცხეს.