21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს
15:24, 06 Mar, 2021
თბილისის საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ.

შეკრებილებმა საკრებულოს წინ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“ გაშალეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დაწესებული შეზღუდვა უსაფუძვლოა.

მოქალაქეებმა აქცია სოციალურ ქსელში დაგეგმეს.