„ბარსელონამ“ „ბასკონიას“ შანსი არ დაუტოვა - ევროლიგის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
14:23, 06 Mar, 2021
საკალათბურთო ევროლიგაზე 28-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა „ბარსელონამ“ საკუთარ არენაზე „ბასკონიას“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ სძლია (71-57).

პირველი მეოთხედი კატალონიელებმა 25-4 მოიგეს, ტაიმის შემდეგ კი 9 ქულით ლიდერობდნენ. მატჩის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და „ბარსელონამ“ ევროლიგაზე რიგით მე-20 გამარჯვება იზეიმა.

„ბარსელონას" რიგებში ყველაზე შედეგიანი ნიკოლა მიროტიჩი იყო, მან 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 13 ქულა მიითვალა კორი ჰიგინსმა. ბასკონიელებს შორის ყველაზე მეტი 12 ქულა იუსუფა ფოლის ანგარიშზეა.

„ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია (20 მოგება, 8 მარცხი). მეორე ადგილზე თორნიკე შენგელიას ცსკა იმყოფება. „ბასკონიას“ 14 მოგება და 14 მარცხი აქვს და ჯერჯერობით, საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-10 ადგილზეა.

ბარსელონა - ბასკონია 71:57

https://www.youtube.com/watch?v=rJdGioRCy2M

ხიმკი - ალბა 81:100

https://www.youtube.com/watch?v=zD3Dm0FP-HA

ჟალგირისი - მილანი 64:69

https://www.youtube.com/watch?v=0bkSc1nPqPs

ოლიმპიაკოსი - ცრვენა ზვეზდა 94:79

https://www.youtube.com/watch?v=WLPzgSYwwts

ლიონი - ფენერბახჩე 86:90

https://www.youtube.com/watch?v=u02FnHIrxmE