გიგა ბოკერია - კომპრომისის შესაძლებლობა თუ იქნება, რომ ამ გზით მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, არათუ თანახმა ვართ, საერთოდაც, პლებისციტი ჩვენი იდეა იყო
15:21, 06 Mar, 2021
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ, გადაიჭრება რიგი საკითხები, მათ შორის გაათავისუფლებენ ნიკა მელიას, გიორგი რურუას და თუ იქნება კომპრომისის შესაძლებლობა, პლებისციტის ჩატარებას დაეთანხმება.

მისივე თქმით, პლებისციტი „ევროპული საქართველოს“ იდეა იყო.

„ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, მათ შორის, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების: მელიას და რურუას გათავისუფლება, თუ არის კომპრომისის შესაძლებლობა, რომ პლებისციტით მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამ შემთხვევაში, არათუ თანახმა ვართ, საერთოდაც, პლებისციტი ჩვენი იდეა იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.