სახალხო დამცველი - ჩვენი ცხელი ხაზი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით გათიშულია
15:23, 06 Mar, 2021
სახალხო დამცველის ცხელი ხაზი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით გათიშულია. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1481 ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, დროებით გათიშულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მოგვმართონ როგორც ელექტრონული ფოსტის [email protected] ისე სოციალური ქსელის მეშვეობით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის გვერდზე სოციალურ ქსელში.

📢 სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1481 ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, დროებით გათიშულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად...

Posted by Ombudsman on შაბათი, 06 მარტი, 2021