შალვა პაპუაშვილი - ოპონენტები იმით, რასაც ახლა ცდილობენ, მათ შორის მედიის საშუალებით, ადასტურებენ, რომ ნირს არ იცვლიან, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც წლების წინ იყვნენ
15:38, 06 Mar, 2021
ვერ გეტყვით, არც მომისმენია, უფრო სწორად, რამდენადაც ვხვდები, ანონსი იყო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენი ოპონენტები იმით, რასაც ახლა ცდილობენ, მათ შორის მედიის საშუალებით, არ იცვლიან ნირს, არიან ზუსტად ისეთები, როგორებიც იყვნენ წლების წინ და ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მრწამსი ქართულ პოლიტიკაში არის დისკრედიტაცია და შანტაჟი.

„მათი ინსტრუმენტი არის შანტაჟი, დისკრედიტაცია, მათი ინსტრუმენტი არ არის სამშობლოს სიყვარული, სიმართლე. ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, თუ რა არის ნირი ჩვენი ოპონენტების და რა არის მათი მრწამსი ზოგადად პოლიტიკაში. მათი მრწამსი არის დისკრედიტაცია და შანტაჟი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.