ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
22:36, 07 Apr, 2021
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 228 ადამიანს, მათგან 24 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 78 პაციენტი, ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 600 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 093 პაციენტი, 216 კი გარდაიცვალა.