ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში თავი ქართველების გუნდების დაპირისპირებაში გამოიჩინა - საქართველოს ნაკრების ფლანგის თავდამსხმელმა „
კონიასპორს“ „
ანკარაგუჯუსთან“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
სუპერლიგის 33-ე ტურში „
კონიასპორმა“ საბა ლობჟანიძის „
ანკარაგუჯუს“ საშინაო არენაზე უმასპინძლა და მეორე ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა. 65-ე წუთზე მასპინძელთა კარი „
ანკარაგუჯუს“
სენეგალელმა ლეგიონერმა
ალიუ ბაჯიმ გახსნა.
ლევან შენგელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 76-ეზე კი სტუმართა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1. ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ქართველი თავდამსხმელის მეხუთე გოლი იყო. საბა ლობჟანიძე „
ანკარაგუჯუს“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა.
33 ტურის შემდეგ „
კონიასპორმა“ 40 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, ხოლო „
ანკარაგუჯუ“ 33 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. ორივე გუნდს პანდემიის გამო 2-2 მატჩი აქვს გამოტოვებული.