ნოვაკ ჯოკოვიჩი - ნადალს ჩემზე ასე არ უნდა ეთქვა #1TVSPORT
17:19, 21 Apr, 2021
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გაუკეთა ესპანელი რაფაელ ნადალის სიტყვებს. რაფამ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერბი შეშლილია რეკორდებსა და გამარჯვებებზე.
„არ ვიცი, ნადალი რაზე ფიქრობს, მაგრამ მას შეუძლია ილაპარაკოს, რაც სურს. არ მგონია, რომ რაიმეზე ვარ შეშლილი. დიახ, მინდა მოგება, მივდივარ ჩემი მიზნებისკენ და ამაზე საუბრის არ მეშინია. ვიღაცისთვის რთულია თავის სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მე არ მეშინია იმის თქმა, რას ვფიქრობ რეკორდებზე.

ეს ცუდია? ვფიქრობ, არა. მე პასუხს ვაგებ საკუთარ სიტყვებზე.

არ მგონია, რომ ნადალს ჩემზე ასეთი რამ უნდა ეთქვა. შეშლილია - ძლიერი სიტყვაა. მე, უბრალოდ, საკუთარი მიზნებისკენ მივდივარ“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.