წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ვასპო ჰანოვერთან“ ბოლო წუთზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
17:06, 21 Apr, 2021
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მნიშვნელოვანი მატჩი გამართა ჰანოვერის „ვასპო 98-თან“. გამარჯვებული ლიგის ფინალურ რვაეულში გადიოდა. მეტად დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა გერმანულმა კლუბმა - 7:6.

მატჩში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. გუნდები დაცვაში მეტად მონდომებით თამაშობდნენ, შეტევაში კი თითქმის არაფერი გამოსდიოდათ და ამიტომაც საწყისი პერიოდი 1:1 დასრულდა.

მეორე პერიოდშიც ფრე დაფიქსირდა - 2:2. მესამეში მაგრაქველიძის დუბლისა და ვაპენსკის გოლის წყალობით „დინამომ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, როცა „ჰანოვერის“ წყალბურთელებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ბოლო წუთზე 7:6 დაწინაურდნენ და მატჩი ასეც დასრულდა.

ამ შედეგით ჰანოვერელებმა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი გაიმყარეს და ფინალურ რვაეულში გასვლა გაინაღდეს.

დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: სარიჩმა (3), მაგრაქველიძემ (2), ვაპენსკიმ (1).