რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 770 შემთხვევა გამოვლინდა, 337 პაციენტი კი გარდაიცვალა
12:10, 04 May, 2021
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 770 შემთხვევა გამოვლინდა,  337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 4.83 მილიონი შემთხვევა.

აქედან დედაქალაქზე 1.1 მილიონი, სანქტ-პეტერბურგზე კი 420 ათასამდე შემთხვევა მოდის. ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 111 535 ადამიანისთვის.