ტაიმაუტი | გია გიორგაძე - ნონა გაფრინდაშვილის ბიკოვასთან გამარჯვებამ ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი #1TVSPORT
12:53, 04 May, 2021
3 მაისს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე სტუმრობდა.
„საიუბილეო თარიღი რომ ახლოვდებოდა, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ვუთხარი - როგორ აღვნიშნოთ-მეთქი. დღეს, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, აღნიშვნა არ გამაგონოო.

1962 წლის 17 ოქტომბერი დიდი ეპოქის დასაწყისი იყო. სწორედ ამ დღეს დაამარცხა ნონა გაფრინდაშვილმა ელისაბედ ბიკოვა და მას მერე თითქმის 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი საქართველოში იყო. ხუმრობდნენ კიდეც, ჩემპიონის ბედი მსოფლიოში, ან საქართველოში კი არა, თბილისში წყდებაო“, - აღნიშნა გია გიორგაძემ.