საქართველოს პირველი არხის შოუ „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა
23:50, 15 May, 2021
ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს, „ვოისის“ გამარჯვებული სტეფანეს გუნდის წარმომადგენელი - მაგდა ივანიშვილი გახდა.

გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის მაყურებელმა გამოავლინა. სულ შემოვიდა 1 039 760 ხმა. მაგდა ივანიშვილმა მაყურებელთა ხმების 25,39 პროცენტი მიიღო. გამარჯვებულს შოუ „ვოისის“ ჯილდო და 20 ათასი ლარი ერგო.

საქართველოს პირველი არხის შოუ „ვოისის“ მწვრთნელები არიან: ქართული ფოლკ-როკის ლეგენდა – ნიაზ დიასამიძე; ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი – სალიო; სტეფანე – პოპსენსაცია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გაცდა; ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.