თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და მაჰმუდ აბასის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
00:07, 16 May, 2021
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროება.

„მათ განიხილეს ამჟამინდელი დაძაბულობა იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე და გამოთქვეს საერთო სურვილი, რომ იერუსალიმი იყოს ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი. პრეზიდენტმა ბაიდენმა აცნობა პრეზიდენტ აბასს მიმდინარე კონფლიქტში აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის შესახებ და ხაზი გაუსვა „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროებას. მათ გამოხატეს საერთო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ძალადობის შედეგად დაიღუპნენ უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნაბიჯებს, რომლებიც პალესტინელ ხალხს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ღირსება, უსაფრთხოება, თავისუფლება და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილება, განაახლოს პალესტინელი ხალხის დახმარება, მათ შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელთა სასარგებლოდ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გამოსავალს, როგორც ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი დარეგულირების საუკეთესო გზას.

ამასთან, ჯო ბაიდენმა მაჰმუდ აბასს ამერიკულ-პალესტინური პარტნიორობის გაძლიერებისადმი მხარდაჭერა დაუდასტურდა.