ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში
00:31, 16 May, 2021
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის დღესთან დაკავშირებით დაწერა.

„უკრაინა ევროპაა, ჩვენ კი ევროპელები. ჩვენ ევროპის ცენტრი და გული ვართ, გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას ჩვენი სახელმწიფოს შეცვლით, დამოუკიდებლობისა და მომავლის შენებით, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, - წერს ვლადიმირ ზელენსკი.

🇺🇦 is Europe. We’re Europeans, the center & heart of Europe by geography, spirit, values ​​& aspirations. We proved it on Maidan & we prove it every day changing our state, building independence & our future, defending the eastern border of Europe. 🇺🇦 will definitely be in #EU 🇪🇺 pic.twitter.com/vOZ1GZoONB


— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 15, 2021