თურქეთში კორონავირუსის 11 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა
00:59, 16 May, 2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსი 11 472 ადამიანს დაუდასტურდა, 236 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 38 814 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 563 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,1 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,93 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 44 537 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 14,91 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი, მიღებული აქვს 10,8 მილიონ მოქალაქეს.